Skip to Content

 

სერვისები

ბიზნეს პროცესების მართვის სრული სერვისი ერთ სივრცეში...


Enterprise Resource Planning (ERP) სისტემის დანერგვის სერვისები სჭირდება ნებისმიერ კომპანიას, ორგანიზაციაში არსებულ ბიზნეს პროცესებზე პროგრამის სწორი ადაპტირებისა და მისი ინტეგრაციის შემდეგ მაქსიმალური შედეგის მიღებისთვის. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სერვისს, რაც მოიცავს ბიზნეს პროცესების შესწავლას, დანერგვას და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.

 

ERP სისტემის დანერგვის სერვისები:
  • Microsoft Dynamics 365 F&O
  • Microsoft Dynamics Ax 2012
  • Odoo

 


კომპანიებს ვთავაზობთ მობილური აპლიკაციის დეველოპმენტის სრულ სერვისს, აპლიკაციის კონცეფციის შემუშავებიდან მის საბოლოო იმპლემენტაციამდე. ჩვენი გამოცდილი გუნდი ჩაერთვება სრულ პროცესში, რაც მოიცავს ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრას, დიზაინის შექმნას, აპლიკაციის დეველოპმენტს და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.

 

მობილური აპლიკაციის დეველოპმენტის სერვისი მოიცავს:
  • Android App Development
  • Mobile app design
  • Mobile App integration
  • Testing and QA
  • Maintenance and support

 


,,პროქსიმა სოლუშენს’’ ორგანიზაციებს სთავაზობს ბიზნეს პროცესების მართვის დივერსიფიცირებულ სერვისებს: ERP და CRM პროგრამების მართვა, მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი და სხვა.

მომხმარებლებს ვეხმარებით ამ სისტემების სტანდარტული მოდულების დანერგვაში და ასევე კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად Custom ფუნქციონალის შექმნაში, რაც გულისხმობს Custom დეველოპმენტს.

 

პროგრამები, რომელთა Custom დეველოპმენტსაც გთავაზობთ:
  • Microsoft Dynamics 365
  • Microsoft Dynamics 2012
  • Jmix
  • Odoo
  • Android App Development

 


,,პროქსიმა სოლუშენს” არის BI სერვისების პროვაიდერი კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით და მომხმარებელს სთავაზობს მონაცემების მართვის სრულ სერვისს, რაც მოიცავს: მონაცემთა ბაზების სტრუქტურიზებას, დამუშავებას და რეპორტინგს.

ასევე ორგანიზაციებს ვეხმარებით მონაცემების ცენტრალიზებაში, რაც სრული სურათის ერთ უნივერსალურ დეშბორდზე ხედვის საშუალებას აძლევს.

 

BI სისტემები, რომელთა მართვასაც გთავაზობთ:
  • Power BI
  • Metabase
  • Remodeling of existing BI tools
  • Data warehousing and ETL
  • Data visualization

 


CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა) სისტემა არის კომპანიის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ციფრული ტექნოლოგია.

ჩვენმა გუნდმა, წლების განმავლობაში განსხვავებული სირთულის პროექტებზე მუშაობით, CRM სისტემების დანერგვის, პროცესების ავტომატიზაციის და Custom ფუნქციონალის დეველოპმენტის გამოცდილება მიიღო.

 

CRM სისტემა, რომლის დანერგვასაც გთავაზობთ:

Odoo

 


დოკუმენტ მენეჯმენტის სისტემა თანამედროვე ბიზნეს გარემოში აუცილებელი პროგრამაა სხვადასხვა დეპარტამენტის გუნდის წევრების გამართული კომუნიკაციისთვის. მომხმარებელს დოკუმენტბრუნვის პროგრამის სტანდარტული ფუნქციონალით და ასევე Custom დეველოპმენტით ვთავაზობთ კომპანიის სრული პროცესის ერთ სისტემაში ცენტრალიზებას და ავტომატიზაციას.

 

დოკუმენტ მენეჯმენტ სისტემა:
  • Tezis Document management

 


კომპანიებს, რომლებიც ERP სისტემების დანერგვის და Custom დეველოპმენტის სერვისებს უზრუნველყოფენ, მაგრამ არ ყოფნით შიდა რესურსი, ვთავაზობთ პერსონალის აუთსორსინგს

ჩვენი სერტიფიცირებული კონსულტანტებისა და დეველოპერების გუნდი, 10 წლამდე სამუშაო გამოცდილებით, დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის პროექტის განხორციელებაში.

 

აუთსორსინგის სერვისები მოიცავს:
  • Implementing a new ERP system
  • Custom development
  • Support and maintenance

 


,,პროქსიმა სოლუშენს” მომხმარებლებს ერთ სივრცეში სთავაზობს შეუფერხებლად ფუნქციონირებად, მოქნილ და დაცულ ბიზნეს საოპერაციო სისტემებს, მათი გამართულობის მუდმივი მონიტორინგით.

ჩვენი გამოცდილი ბიზნეს ანალიტიკოსებისა და დეველოპერების გუნდი მომხმარებელთან კომუნიკაციით დროულად ახდენს სისტემაში წარმოქმნილი ხარვეზების იდენტიფიცირებას და აღმოფხვრას.

 

ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი ვრცელდება:
  • სისტემებზე რომელთა ინტეგრირებასაც ჩვენ ვახდენთ.
  • სისტემებზე, რომლებიც უკვე ინტეგრირებულია კომპანიაში და ჩვენი მხრიდან მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭედა სჭირდება.

 


მონაცემთა ბაზის მხარდაჭერის სერვისი ბევრ სხვა კომპონენტთან ერთად ითვალისწინებს მონაცემთა ბაზების ინსტალაციას, კონფიგურაციას, სისტემურ განახლებას, დიაგნოსტიკას და რაც მთავარია უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

დღესდღეობით, გახშირებული კიბერ შეტევების ფონზე, ნებისმიერ კომპანიას სჭირდება მონაცემების დაკარგვის, დაზიანების და გასაჯაროვების რისკის დაზღვევა პროფესიონალ ბაზის ადმინისტრატორთა მხრიდან.




მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების სისტემა:

PostgreSQL